თორნიკე შენგელიამ მუხლის ტრავმა მიიღო და "ბასკონიას" 6 კვირა ვერ დაეხმარება
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მუხლის ტრავმა მიიღო და კარსმომდგარ ესპანეთის ჩემპიონატში გუნდს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.
"ბასკონიის" ექიმების ვარაუდით, თორნიკეს გამოსაჯანმრთელებლად დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება.
ახალი ინფორმაციით, ბასკები შენგელიას შემცვლელად სი ჯეი უოლასის აყვანას აპირებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"