გიორგი ცინცაძის 14-მა ქულამ "გრავლინს" ვერ უშველა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის საუკეთესო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში. "გრავლინის" ქართველი ლეგიონერი მორიგი ტურის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისმა გარჯამ დიუნკერკელებს ჩემპიონატის პირველი მარცხი ვერ აარიდა.

სასტარტო 2 გამარჯვების შემდეგ "გრავლინმა" "შალონ-რეიმსს" უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით - 82:90 დამარცხდა. ქართველი უკანახაზელი ისევ სათადარიგო იყო, თუმცა ამჯერად მოედანზე მისთვის ჩემპიონატში სარეკორდო დროით - 21 წუთით გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო.

ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

მთლიანობაში ცინცაძემ 14 ქულა დააგროვა, რასაც დიუნკერკელთაგან უმეტესი 3
პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. საერთო ჯამში, გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა და მხოლოდ 1 ერთეულით ჩამორჩა დიუნკერკელთაგან საუკეთესო შედეგის მქონე პაპე სის.

2 მოგებითა და 1 მარცხით "გრავლინი" მე-4 ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 17 ოქტომბერს ცინცაძის გუნდი სტუმრად "ნანტერს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული