თორნიკე შენგელია მოედანს სავარაუდოდ 26 ნოემბერს დაუბრუნდება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, "ლაბორალ კუჩას" ქართველ ფორვარდს 7 ოქტომბერს ექიმებმა მუხლში, მენისკიზე კისტა აღმოუჩინეს, თუმცა საქმე საოპერაციოდ არ ჩათვალეს და მკურნალობა დაუნიშნეს.

რეაბილიტაციის პროცესი თავის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. შენგელიას ტრავმა აღარ აწუხებს და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი დატვირთვები შეზღუდულია. შენგელია ფიზიკურად ვარჯიშობს და ბურთითაც უწევს გარკვეული მოძრაობების გაკეთება.

"მძიმე დატვირთვებისგან ჯერ თავს ვიკავებთ, რადგან მას დიდი ხანი გაუცდა და ახლა ვაკვირდებით, როგორი რეაქცია ექნება მის სხეულს მსუბუქ ვარჯიშებზე - აცხადებს
"ლაბორალ კუჩას" ხორვატი მთავარი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი - ეხლა სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესაძლებელია რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ თავი პრობლემებმა იჩინოს. ამ უქმეებზე არა მგონია, თუმცა მომავალ ხუთშაბათს შესაძლებელია შენგელია მცირე ცნით ვათამაშოთ კიდეც".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული