მანუჩარ მარკოიშვილს ევროლიგის ჯგუფიდან გასვლა გადაედო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" გერმანულ "ბროსე ბამბერგთან" შინ პრინციპული მატჩი წააგო და ევროლიგის ჯგუფიდან გასვლა ვადაზე ადრე ვერ გაინაღდა.

"დ" ჯგუფის ლიდერების - ცსკა-ს და "უნიკახას" კვალზე ჯგუფიდან გავიდა "დარუშაფაკას" მომგები "ბამბერგი", ხოლო გამსვლელი 1 ადგილისთვის დარჩენილ 3 ტურში 3 გუნდი - "დარუშაფაკა", "მაკაბი" და "დინამო სასარი" იბრძოლებს.

ამ გუნდებიდან ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი "დარუშაფაკას" აქვს, რომელიც "მაკაბის" 2, ხოლო "სასარის" 3 ქულით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ მარკოიშვილის გუნდმა საწადელი ვერ აიხდინოს. დასანანი ისაა, რომ ამის გაკეთება სტამბოლურ გუნდს
ამავე ტურში შეეძლო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შინ "ბამბერგს" ვერ აჯობა.

შეხვედრა დაცვითი თამაშით გამოირჩა და გერმანული კლუბის გამარჯვებით - 65:54 დასრულდა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 15:11 წუთში 2 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

სტამბოლელთაგან 13 ქულით ჯეიმონ გორდონი გამოირჩა, მარკუს სლაგტერის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

3 მოგებითა და 4 მარცხით "დარუშაფაკა" გამსვლელ, მეოთხე ადგილზეა, თუმცა დარჩენილ 3 ტურში მდევარ მაკაბისთან ახლა არსებული 2-ქულიანი უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს.

მორიგ ტურში, 4 დეკემბერს, მაკროიშვილის გუნდი "უნიკახას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული