გიორგი შერმადინის 15-მა ქულამ "ანდორას" ვერ უშველა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდ "მორაბანკ ანდორაში" საუკეთესოც იყო, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანდორა" სტუმრად "მურსიას" შეხვდა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშისა, დაძაბულ ბრძოლაში - 72:76 დამარცხდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე ყოფნა კი 21:23 წუთს მოუწია. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

ანდორელთა ქართველმა ცენტრმა საბოლოოდ 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი შეადგინა. შერმადინის
მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა, ხოლო ანდორელი ტომას შრეინერისამ - 12. ამ უკანასკნელმა 30 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ - 32:32 დასრულდა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 4 ქულით იგებდნენ და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მურსიელებმა მოახერხეს და ფრედ დასრულებული ბოლო მეოთხედის შემდეგ 4-ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს. მასპინძლებს ფაკუ კამპაცომ ულიდერა, რომელმაც 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.

3 მოგებითა და 5 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-11-მე-14 ადგილებს იყოფს. მორიგ მატჩს შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, შინ სან სებასტიანის "რეტაბეტთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული