თორნიკე შენგელიას ეფექტური ჩატენვა ევროლიგის მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩი თურქეთში, "ეფესთან" 86:95 წააგო. ორივე გუნდს მეორე ეტაპის საგზური განაღდებული აქვს და ამ მხრივ, სტამბოლში გამართული შეხვედრა ინტრიგისგან დაცლილი იყო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 15:21 წუთით იმყოფებოდა. შენგელიამ თამაშიდან შედეგიანად ესროლა და 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, თუმცა საჯარიმოს ხაზიდან ოთხივე ტყორცნა ააცილა. შენგელიას ანგარიშზე მთლიანობაში 5 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.

საუკეთესო იყო დარიუს ადამსი, რომელმაც 20 ქულა მიითვალა, ხოლო გამარჯვებულებს ფრანგმა ტომას
უერტელმა 25 ქულით ულიდერა.

5 მოგებით და 4 მარცხით "ლაბორალ კუჩა" "ბ" ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ბოლო ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 17 დეკემბერს, შინ ზაგრების "ცედევიტასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული