თორნიკე შენგელიას 8 ქულა და მარცხი "დომინიონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ბასკურ დერბიში ვიტორიული გუნდი ბილბაოში "დომინიონს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 83:89 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნაა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელებმა მეტოქეზე 11-ით მეტი ბურთი დაკარგეს, რაც წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

7 მოგებითა და 3 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდა. მომდევნო
ტურში, 20 დეკემბერს, ვიტორიელები "სევილიას" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული