თორნიკე შენგელიას "სამიანები" და "ალეი უპი" ევროლიგაზე - 16 ქულა 20 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი. ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის "ლაბორალ კუჩამ" ვიტორიაში ხორვატულ "ცედევიტას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 92:70 დაამარცხა.

შენგელია გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში საკმაოდ მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. შენგელიამ ამჯერად შორი სროლებით გამოიჩინა თავი და 11 წუთი თამაშის შემდეგ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოო ჯამში თორნიკემ 5-დან 4 სამიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა.

თორნიკეს ანგარიშზე
16 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ვიტორიელთა გუნდში მე-3 შედეგია. საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ბერძენმა იანის ბურუსისმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. "ცედევიტაში" ითამაშა გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც 7 ქულა და 3 პასი მიითვალა.

"ლაბორალ კუჩამ" ჯგუფური ეტაპი 6 მოგებითა და 4 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა და ახლა კენჭისყრის მოლოდინშია. B ჯგუფიდან ვიტორიელებთან ერთად გავიდნენ "ოლიმპიაკოსი", ეფესი" და "ცედევიტა".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი რა NBA-ში უნდა გახდე MVP ხო ვიცი რომ შეგიძლია.

დიოპისთვისაც გაგისწორებია :)
kopi
13:39 18-12-2015
0
ალე ჰოპ რო იყოს არაა?
0

სიახლეები პოპულარული