თორნიკე შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში.

ქართველი ფორვარდის "ლაბორალ კუჩამ" სან სებასტიანში გამართულ ბასკურ დერბიში აუტსაიდერ "გიპუსკოა ბასკეტს" 91:83 სძლია.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 26:30 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 5-ჯერ
დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ფრანგი ლეგიონერი ფაბიენ კოსიე იყო, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ, 30:08 წუთში 21 ქულა მიითვალა. 9 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზეა. 27 დეკემბერს ვიტორიელები "ფუენლაბრადას" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული