დღის კარიკატურა: ქართველი ტორეადორები ესპანურ კალათბურთში

AutoSharing Option
ევროპაში ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ჩემპიონატად ესპანეთის პირველობა ითვლება, სადაც თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ნამდვილ ტორეადორებად იქცნენ, ქულას ქულაზე აგდებენ და საკუთარ გუნდებს გამარჯვებისკენ მიუძღვიან.

შერმადინს მერვე თამაშია 12 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია. ამჯერად "გრან კანარიასთან" 17 ქულამდე ავიდა და კუნძულელთა ძლევით ესპანეთის სამეფო თასის საგზური მოიპოვა.

შენგელიამ კი "ფუენლაბრადასთან" 23 ქულა ჩააგდო, ცხადია, მოიგო და ისიც სამეფო თასზე იასპარეზებს.

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის ეფექტური თამაში და გამარჯვება "გრან კანარიასთან" [VIDEO]
თორნიკე შენგელიას 23 ქულა და გამარჯვება "ფუენლაბრადასთან" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული