თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება მადრიდის "რეალთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალი" დაამარცხა. ეს ამბავი მე-14 ტურში მოხდა. ვიტორიელებმა "სამეფო კლუბს" უმასპინძლეს და 86:80 სძლიეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:46 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. თორნიკეს ანგარიშზე მთლიანობაში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. შენგელია მოედანზე იყო მატჩის ბოლო წუთებში, როცა თამაშის ბედი წყდებოდა და მისი დიდი დამსახურებაცაა, ვიტორიელებმა ევროპული გრანდი რომ დაამარცხეს.

გამარჯვებაში ლომის წილი ბერძენმა გოლიათმა, იანის
ბურუსისმა დაიდო, რომელმაც 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 15-15 ქულა დააგროვეს კიმ ტილიმ და მაიკ ჯეიმსმა.

11 მოგებითა და 3 მარცხით "ლაბორალ კუჩა" სწორედ "რეალთან" ერთად იყოფს მე-3-მე-4 ადგილებს. მომდევნო ტურში, 10 იანვარს შენგელიას გუნდი სტუმრად "მანრესას" გაეჯიბრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული