სერია A-ში დებიუტი ჰქონდა 17 წლის ქართველ კალათბურთელ ლევან ბაბილოძეს. ახალგაზრდა უკანახაზელმა "პისტოიასთან" სტუმრად 75:103 წაგებულ მატჩში 3 წუთი ითამაშა და შეხვედრა თითო ქულა-მოხსნა-პასით დაასრულა.
დორლანდოელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმა - ნიკა მეტრეველმა 18 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტრეველმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სერია A-ში პირველი წრე დასრულდა და ახლა თასის გათამაშების მატჩები გაიმართება, რომელშიც
მომდევნო მატჩს დორლანდოელები 17 იანვარს, სტუმრად "კანტუსთან" გამართავენ. 4 მოგებითა და 11 მარცხით "დ"ორლანდო" სერია "ა"-ს ბოლო, მე-16 ადგილზეა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით