11:04 08-01-2016
თორნიკე შენგელიას 7 ქულა და მარცხი "ოლიმპიაკოსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
მეორე ჯგუფური ეტაპის გასვლითი გამარჯვებით დაწყების შემდეგ ვიტორიელებმა ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლეს და 76:82 დამარცხდნენ.
შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გახლდათ, თუმცა მოედანზე 16:37 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 7 ქულას და თითო მოხსნა-ჩაჭრას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთადერთი სამიანი კი ააცილა. თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
თორნიკეს ჩათვლით, ვიტორიელთაგან 5-მა კალათბურთელმა მოაგროვა 7-7 ქულა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით მაიკ ჯეიმსი გახდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო კი ესპანური კლუბის ბერძენი ლეგიონერი იანის ბურუსისი გახლდათ - 12 ქულა და 7 მოხსნა. გამარჯვებულებს 19 ქულით ვასილის სპანულისმა ულიდერა, ოტელო ჰანტერმა კი "ოლიმპიაკოსს" 17 ქულა მიაშველა.
შენგელიას გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს და შემდეგ ტურში, 14 იანვარს მოსკოვში "ხიმკის" ეთამაშება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული