NBA All-Star-ის ახალი შედეგები: ზაზა ფაჩულია მიზანს 200 ათასი ხმით ჩამორჩება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა NBA All-Star-ის შუალედური შედეგები. ეს უკანასკნელად მოხდა, რადგან 4 დღეში არჩევნები დასრულდება.

ახალი შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში ისევ მერვე ადგილზეა ფორვარდებს შორის. ზაზას 299 584 ხმა აქვს. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

დასავლეთში ფორვარდთა სამეული ახლა ასეთია: 1. კობი ბრაიანტი - 1 533 432; 2. კევინ დურანტი - 774 782; 3. დრეიმონდ გრინი - 499 947.

როგორც ხედავთ, დარჩენილ ოთხ დღეში ზაზამ გრინთან 200-ათასიანი ჩამორჩენა
უნდა აღმოფხვრას.

NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩი 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia on the 8th place – 200 000 votes away from qualifying for NBA All-Star game

აღმოსავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. დუეინ უეიდი 736.732
2. კაირი ირვინგი 399.757
3. კაილ ლოური 367.472

წინა ხაზი
1. ლებრონ ჯეიმსი 830.345
2. პოლ ჯორჯი 569.947
3. კარმელო ენტონი 368.336

დასავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. სტეფ კარი 1.206.467
2. რასელ უესტბრუკი 609.901
3. კრის პოლი 410.284

წინა ხაზი
1. კობი ბრაიანტი 1.533.432
2. კევინ დურანტი 774.782
3. დრემონდ გრინი 499.947
4. კავაი ლეონარდი 487.626
5. ბლეიქ გრიფინი 396.630
6. ენტონი დევისი 326.070
7. ტიმ დანკანი 303.498
8. ზაზა ფაჩულია 299.584
9. დემარკუს კაზინსი 267.087.
მკითხველის კომენტარები / 33 /
კომენტარებში დაწერილი არ ითვლება მიცემულ ხმად, საჯარო პოსტი უნდა იყოს ფეისბუქზე
gm
15 იანვარი 2016 10:59
0
იმის გამო ხომ არ ხდება, რომ უმრავლესობა კომენტარებში აძლევს ხმას და არა სტატუსით.მე როგორც ვიცი სტატუსად უნდა გამოქვეყნდეს რომ ხმა ჩაითვალოს.სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს აბსურდული შედეგია
batumeli
15 იანვარი 2016 10:31
0
არ გინდათ სოც ქსელები. ნოტე.ნბა.ცომ. აკრიფეთ, ასო პ-ში შედით და იქ ფაჩულია პირველივეა. დაკლიკეთ "ვოტე" დაიწერება "ედიდ" ე.ი. ხმა მიემატა.
ნუკრი
15 იანვარი 2016 10:22
0
რაღაცას ფეისბუქი ატრაკებს. ესენი ხო არ უბერავენ!! მარტო გუშინ თიბისი ბანკს და საქართველოს ბანკის მოწოდების ქვეშ 15000 მდე კომენტარი იყო. თითქმის ანალოგიური ხდებოდა გუშინწინაც. ამას დაამატეთ ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც იგივეს აკეთებს. ამას დაამატეთ მოსახლეობა. ვისაც ფეისბუქი აქვს 70-80% აძლევს ხმას.
რაღაცა აღრიცხვაშია შეცდომა.
მე ლოგიკურად მოველოდი მინიმუმ 500 000 ხმას დღევანდელ შედეგებში.
ძაან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ..
georgiano
15 იანვარი 2016 04:17
0
და სწორი როგორაა. ყველა სხდასხვა გვარად წერსს
irakli
15 იანვარი 2016 02:29
0
ამ შედეგით ვერ გადის?
ვაჟა
15 იანვარი 2016 02:21
0
ზოგი ხმას არასწორად აძლევს. თუმცა, მე-8 ადგილიც ძალიან დიდი წარმატებაა. შანსია მე-7-ზე გავიდეს და ლეგენდარულ ტიმ დანკანს გაუსწროს. აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე მყოფ უძლიერეს პო გასოლს ზაზაზე ნაკლები ხმა აქვს. ვინც კალათბურთში ერკვევა, დამეთანხმება, ასეთ შედეგს ვერავინ, ვერც ზაზა წარმოიდგენდა. მოკლედ, რა შედეგიც აქვს, უკვე სუპერ მიღწევაა. თუ მე-6-ზე გავა(დიდი შანსია) და 2012 წელს დრაფტის პირველ ნომერს, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს, დევის ენტონის გაუსწრებს, ეს უკვე ფანტასტიკის სფერო იქნება. მერე ნახეთ ამერიკელების კომენტარები. იმაზე აღარც ვსაუბრობთ, დირკ ნოვიცკის რამხელა უპირატესობით უსწრებს.
ნიკოლოზი
15 იანვარი 2016 01:50
0
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი. არა მგონია nba აყალბებდეს. მიზეზი რამდენიმეა- სამი სიტყის დაწერაში დაშვებული შეცდომები, პირადათ მაქვს ნანახი ზედიზედ დაწერილ 7 vote-ში 6 შეცდომა იყო, ბევრი ერთ დღეში უამრავ ადგილას აკომენტებს და ამ დროს მოლოდ ერთი ხმა ეთვლება, მეორე და მესამე დღეს საერთოდ იკიდებს. ანუ ამ პირობებში მისია წარმოუდგნლია - დარჩენილ 4 დღეში მინიმუმ 200 ათასი ხმა
პაპაი
15 იანვარი 2016 00:11
0
ან გვატყუებენ ან ხმას არ ვაძლევთ სწორად. შანსი არაა
manuchar
15 იანვარი 2016 00:10
0
ესეიგი 5 ხმას ვადძლევ დგეში და ეგ მე მარტო, ჩემი სანათესაო და სამეგობრო ავიკლე ყველა იგივ პროცედურას გადის და მეტი არააა რამეს არ ვაკეთებთ სწორად ტუ რა ხდება. ასი ათასი მე სამტრედიელი ვარ და სამტრედიელს აქვს მიცემული რა ხდება მართლა იქნებ ამ საიტის ადმინისტრაციამ მოიკითხოს მე რაც ვიცი და ალბათობით გამოვთვალე ამ დგეებში 350000 ხმაზე მეტი მარტო სამტრედიიდან გვაქ მიცემული ვაფშე რა ხდება?
aleko
15 იანვარი 2016 00:09
0

სიახლეები პოპულარული