10:45 22-01-2016
თორნიკე შენგელია ცსკა-სთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო [VIDEO]
AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 19:47 წუთი გაატარა და გამარჯვებულთაგან მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საბოლოოდ თორნიკემ 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ამდე ასწია. ამ შედეგით შენგელია გამარჯვებულთაგან მე-2 იყო იანის ბურუსისის შემდეგ, რომელმაც 25:25 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბერძენი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30-ს უწია. ქართველმა ფორვარდმა მეორე მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური ჩატენვა განახორციელა, როს შემდეგაც ვიტორიელები 39:34 დაწინაურდნენ.
ვიტორიელები მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა ცსკა არ რჩებოდა და გადამწყვეტ იერიშს ამზადებდა. კაილ ჰაინსის სამქულიანით არმიელები საფინალო სირენამდე 1:31 წუთით ადრე 70:69 დაწინაურდნენ, თუმცა ვიტორიელთა ცენტრმა - იანის ბურუსისმა სამიანი მიითვალა, ვიტორიელებმა დაცვაში ბურთი ზედიზედ აიღეს და ორივე გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინეს - ადამ ჰანგამ და კიმ ტილიმ, რის შემდეგაც თეოდოსიჩს ნერვებმა უმტყუნა და მატჩის ბედიც გაირკვა.
2 მოგებითა და 2 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცსკა-ს დაეწია. ტოპ-16-ის პირველ ჯგუფს 3-დან 3 მოგებით "ფენერბაჰჩე" ლიდერობს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 29 იანვარს, კატალონიაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო შენგელია!!!
0
0
აუ რა დააფარა, საღოლ თოკო!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული