მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ხმებმა მთელი ამერიკა აალაპარაკა, ფაქტია, რომ ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, რაც ძალზე დასანანია.
თუმცა ზაზას მაინც შეუძლია კარიერაში პირველად ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" თამაშში. ვარიანტი კი სულ ორია.
I ვარიანტი
ჯერ ერთი, რომ ის სიით პირველი სარეზერვოა ამ შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გასული, სამწუხაროდ, ავტომატურად არ "ჩაჯდება" სასტარტოში. ტრავმირებული სტარტერის შეცვლის პრეროგატივა NBA-ს კომისიონერს აქვს.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კენჭისყრის შედეგებს კომისიონერი, როგორც წესი, ითვალისწინებს ხოლმე. სხვათა შორის, კომისიონერს აქვს უფლება მწვრთნელების მიერ არჩეული სარეზერვოების შეცვლისაც.
ტრავმიანობა ხშირია - შარშანდელი "ოლ სტარი" ტრავმების გამო გამოტოვეს: კობი ბრაიანტმა, ენტონი დევისმა, დუეინ უეიდმა და ბლეიკ გრიფინმა.
II ვარიანტი
სასტარტო ხუთეულები ფანებმა შეარჩიეს, დანარჩენის შერჩევის პრეროგატივა კი ასოციაციის 30 მწვრთნელს აქვს. ისინი (თავიანთ კონფერენციაში) ირჩევენ 7-7 კალათბურთელს: 2 - მცველს, 3 - ფორვარდს და 2-ს პოზიციის გარეშე."ყველა ვარსკვლავის" თამაში შოუს ელემენტებით გადატვირთულია. ზაზა ფაჩულია კი ის კალათბურთელი არ არის, რომელსაც შეუძლია შოუ დადგას, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რა მაღალი შეფასება აქვს ზაზას ასოციაციის თავკაცებს შორის.
სარეზერვო კალათბურთელებს TNT-ზე დაასახელებენ 28 იანვარს, აღმოსავლეთის დროით საღამოს შვიდ საათზე (საქართველო 9 საათით წინ არის).
NBC Sports
NBC Sports-ი ეხმაურება სწორედ სარეზერვო კალათბურთელების თემას. ჟურნალისტი კურტ ჰელინი წერს: "თქვენ, ფანებმა, თქვენი საქმე დიდებულად შეასრულეთ. აირჩიეთ "ყველა ვარსკვლავის" სტარტერები. მე მესმის თქვენი, რატომ აირჩიეთ კობი ბრაიანტი, რომელიც არც ისე კარგად თამაშობს. მე თქვენ გპატიობთ დუეინ უეიდის ხმებსაც. ჩვენ უბრალოდ არ ვახსენებთ შემთხვევას ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება. მაგრამ ვინ უნდა იყვნენ სარეზერვო კალათბურთელები?"
ამის შემდეგ NBC Sports-ის სამმა საკალათბურთო მიმომხილველმა (თავად კურტ ჰელინი, დენ ფელდმანი და შონ ჰაიკინი) ჩამოწერა თავიანთი ვარიანტები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ყველა ვარიანტს არ განვიხილავთ. უბრალოდ, გთავაზობთ მათ არჩევანს დასავლეთ კონფერენციაში.
დასავლეთ კონფერენციის სამი სათადარიგო ფორვარდიდან ორზე სამივე ანალიტიკოსი უსიტყვოდ შეთანხმდა - დრეიმონდ გრინი და ენტონი დევისი. აი, მესამის შემთხვევაში ორმა ბლეიკ გრიფინი შეარჩია, ერთმა კი ზაზას გუნდელი დირკ ნოვიცკი.
რჩება ორი "უაილდ ქარდი". აქ დემარკუს კაზინსზე შეთანხმდნენ, კლეი თომპსონმა 2 ხმა მიიღო, დეანდრე ჯორდანმა - ერთი.
ფელდმანს ზაზა საერთოდ არ უხსენებია. ჰელინი წერს:
"ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ სიაში ზაზას ადგილი არ არის".
საინტერესოა, რას წერს ჰაიკინი:
"ყველა გადაწყვეტილება, გრიფინის გარდა, იოლად მივიღეთ, რადგან ნათელია ყველაფერი. ერთია, ხმების სიმრავლის გამო ასოციაციამ უნდა გამონახოს რაიმე გზა, რომ "ყველა ვარსკვლავის" უქმეებზე ზაზა ფაჩულიამაც მიიღოს რაღაც როლი".
ეს სტატია რომ წავიკითხე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს რუსების შეფასება იყო ქართველებზე (((((
ერთი-ერთში გვაკნინებენ .......
"მე მესმის თქვენი, რატომ აირჩიეთ კობი ბრაიანტი, რომელიც არც ისე კარგად თამაშობს. მე თქვენ გპატიობთ დუეინ უეიდის ხმებსაც. ჩვენ უბრალოდ არ ვახსენებთ შემთხვევას ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება."