სტატისტიკა: NBA და ქართველი კალათბურთელების ორმაგი დუბლები

AutoSharing Option
ბოლო მონაცემებით, NBA-ში სულ 114 ქართული "დაბლ-დაბლია" შესრულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენიანები 114 მატჩში ასცდნენ (ერთდროულად) 9-ქულიან და 9-მოხსნიან ნიშნულს.

ზაზა ფაჩულიას 102 ორმაგი დუბლი აქვს, ხოლო ვლადიმერ სტეფანიას - 10. ნიკა ცქიტიშვილს 10 მოხსნაც შეუსრულებია და 17 ქულამდეც ასულა, მაგრამ ერთ მატჩში ორივე მაჩვენებლით 9-ისთვის არ გადაუბიჯებია და ამერიკაში დაბლ-დაბლი არა აქვს. ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას 2012-13 წლების სეზონში ერთადერთხელ მიეცა 20-ზე მეტი წუთი და მოედნიდან 11-11 ქულა-მოხსნით გამოვიდა.

რაც შეეხება NBA-ში ჩვენიანთა პირველი ორმაგ დუბლს, იგი ვლადიმერ სტეფანიას
ეკუთვნის - 1999 წლის 4 აპრილს "სიეტლის" მაისურით 17 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა და თანაგუნდელებს "დალასთან" 110:100 მოაგებინა.

მას მერე ვოვამ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და 2002 წლამდე ისეთ გუნდს ეძებდა, სადაც ნდობას გამოუცხადებდნენ და სათამაშო დროს მისცემდნენ. ასეთი პატ რაილის "მაიამი ჰიტი" აღმოჩნდა, რომელშიც სტეფანიამ საკუთარი შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად გამოავლინა და 9 დუბლი შეასრულა.

სტეფანიამ კარიერა 2004 წელს დაასრულა, 2003-ში კი NBA-ში ფაჩულია მოხვდა და ესტაფეტა ღირსეულად გადაიბარა.

მას "ორლანდოში" არ ენდობოდნენ, პირველი დაბლ-დაბლი "მილუოკის" მაისურით 2005 წელს მიითვალა, "ნიუ ჯერსისთან" გამოიდო თავი - 14 ქულა, 12 მოხსნა. იმავე წელს "ატლანტაში" გადავიდა, სასტარტო ცენტრადაც იქცა და დუბლების სარეკორდო რაოდენობაც 2005-06 წლების სეზონზე მოდიოდა - 21.

თუმცა ზაზამ ეს რეკორდი 4 თებერვალს დაამხო - მიმდინარე სეზონში 22 "დაბლ-დაბლი" მოუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
102+10+1=113 :))
bla_bla
23:27 06-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული