თორნიკე შენგელია ევროლიგაზე მადრიდის "რეალთან" მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
5 თებერვალს თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ევროლიგაზე მადრიდის "რეალთან" სერიოზული ბრძოლა ელის. თუმცა ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ქართველი ფორვარდი, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს.

მან ფეხი ესპანეთის ჩემპიონატზე, "მურსიასთან" მატჩში დაიზიანა: ბოლო წამს ფარიდან ასხლეტილი ბურთი კალათში ჩააბრუნა და სწორედ მაშინ დაეცა უხერხულად.

თოკოს ტყორცნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბასკები ამტკიცებდნენ, რომ შენგელიამ სროლა საფინალო სირენამდე მოასწრო, მსაჯებმა კი საპირისპიროდ გადაწყვიტეს და მატჩი "მურსიამ" 68:66 მოიგო.

რა დრო დასჭირდება შენგელიას მკურნალობისთვის, ჯერ
უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული