"ლაბორალ კუჩამ" მადრიდში "რეალი" თორნიკე შენგელიას გარეშე დაამარცხა

AutoSharing Option
"ლაბორალ კუჩამ" ევროლიგაში მორიგი საამაყო მატჩი მოიგო. ვიტორიელებმა მადრიდში "რეალს" სძლიეს, თუმცა თორნიკე შენგელიას გარეშე.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ქართველ ფორვარდს მუხლის ტრავმა აქვს და მადრიდშიც ამის გამო არ უთამაშია.

ვიტორიელებმა მასპინძლებს მეორე და მესამე პერიოდებში აჯობეს და მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა წარმატებით შეინარჩუნეს. საბოლოოდ "ლაბორალ კუჩამ" 77:68 იმარჯვა და ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფს "ხიმკისთან" და ცსკა-სთან ერთად ლიდერობს.

მორიგ, მე-7 ტურში, 11 თებერვალს "ლაბორალ კუჩა" გერმანულ "ბამბერგს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული