თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა" გრანდების რბევას აგრძელებს

AutoSharing Option
ტრავმირებული ქართველი ფორვარდის გარეშე ვიტორიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს, დაუმარცხებელ "ვალენსიას" უმასინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 79:73 სძლიეს.

"ლაბორალ კუჩამ" ევროლიგის ბოლო მატჩებში "რეალი", "ბარსელონა" და ცსკა დაამარცხა. ვიტორიელები წარმატებით აგრძელებენ თამაშს შინაურ ასპარეზზე და ვალენსიელთა ძლევით საჩემპიონო ამბიციებიც გაამჟღავნეს.

"ვალენსია" პირველი ტაიმის შემდეგ 1 ქულით იგებდა, თუმცა მე-3 პერიოდში ვიტორიელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს სტუმრებს, ათწუთეული 23:11 მოიგეს და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

15 მოგებითა და 4 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცხრილში მე-3 ადგილს "რეალთან" იყოფს. მორიგ ტურში, 14 თებერვალს ვიტორიული გუნდი სტუმრად
"მონბუსს" შეხვდება. შენგელიას მუხლის ტრავმა აწუხებს და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია.

ის "ვალენსიასთან" მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. შენგელიამ იანვრის თვის ესპანური ლიგის საუკეთესო იანის ბურუსისს MVP-ის ტიტული გადასცა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფაჩულია ვერიქნება სულ და იმედია ნბა-ში წარმომადგენელი გვეყოლება..მე თოკოს იმედი მაქვს ყველაზე მეტად
milanista
18:21 08-02-2016
0

სიახლეები პოპულარული