გიორგი შერმადინმა "ბარსელონას" 17 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომლის გუნდსაც ბარსელონაში კატალონიური გრანდის დამარცხებამდე ცოტა დააკლდა.

"ანდორა" ბოლომდე ებრძოლა "ბარსელონას" და საბოლოოდ 5 ქულით - 79:84 დამარცხდა.

ანდორელთაგან საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი დაჰყო. შერმადინმა 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. გიორგი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ბარსელონელები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის კვალზე შედეგიანად ითამაშა ანდორელმა
ბენიტო გომესმა, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. "ბარსელონაში" 17-17 ქულით საუკეთესოები იყვნენ სტრატოს პერპელოღლუ და პაუ რიბასი. ხუან კარლოს ნავარო 9 ქულას დასჯერდა, ტომაშ სატორანსკი - ოთხს.

9 მოგებითა და 10 წაგებით შერმადინის გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ანდორელებს 13 თებერვალს, შინ "ტენერისესთან" უწევთ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული