13:43 08-02-2016
გიორგი შერმადინმა "ბარსელონას" 17 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
AutoSharing Option
"ანდორა" ბოლომდე ებრძოლა "ბარსელონას" და საბოლოოდ 5 ქულით - 79:84 დამარცხდა.
ანდორელთაგან საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი დაჰყო. შერმადინმა 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. გიორგი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ბარსელონელები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის კვალზე შედეგიანად ითამაშა ანდორელმა ბენიტო გომესმა, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. "ბარსელონაში" 17-17 ქულით საუკეთესოები იყვნენ სტრატოს პერპელოღლუ და პაუ რიბასი. ხუან კარლოს ნავარო 9 ქულას დასჯერდა, ტომაშ სატორანსკი - ოთხს.
9 მოგებითა და 10 წაგებით შერმადინის გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ანდორელებს 13 თებერვალს, შინ "ტენერისესთან" უწევთ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული