საუკეთესო გიორგი შერმადინი და დასანანი მარცხი "გრან კანარიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის "ანდორა მორაბანკმა" დასანანი მარცხი იწვნია. ანდორელებმა "გრან კანარიას" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე - 2 ქულის სხვაობით 77:79 წააგეს. ბოლო პერიოდის წინ შერმადინის გუნდი 3 ქულით იგებდა, თუმცა მორიგ გამარჯვებამდე მისვლა ვეღარ მოახერხა.

ანდორელებს ქართველმა კალათბურთელმა ულიდერა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

შერმადინი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ სულ რაღაც 18:20 წუთში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (25) დააგროვა.

გიორგიმ ყველა სროლა ჩააგდო. მისმა ოთხივე ორქულიანმა და შვიდივე საჯარიმომ მიზანს მიაღწია. მთლიანობაში
შერმადინს 15 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოუგროვდა.

ანდორელთაგან 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა შონ ჯონსმა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 ერთეული შეადგინა. გამარჯვებულთაგან 17 ქულით საუკეთესო ნიკოლას რიკოტი იყო, ხოლო ტიმ აბრომაიტისმა 11 ქულა მოაგროვა.

ამ წაგებით "ანდორა" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში საპლეიოფო ზონიდან გავიდა. 9 მოგებითა და 11 მარცხით ანდორელები მე-9 ადგილზე არიან. მომდევნო ტური 28 თებერვალს გაიმართება და შერმადინის გუნდი სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული