თორნიკე შენგელიას მენისკის ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მუხლზე ეგრედ წოდებული მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

ქალაქ ვიტორიის კლინიკაში, მსოფლიოში ცნობილ ქირურგ მიკელ სანჩესის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ 40 წუთს გასტანა და წარმატებულად ჩაიარა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის დაუბრუნდება შენგელია მოედანს. როგორც "ლაბორალ კუჩას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რეაბილიტაცია სავარაუდოდ 12-14 კვირას გასტანს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული