გიორგი ცინცაძემ "ლიონ-ვილერბანთან" წაგებულ მატჩში 6 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის გიორგი ცინცაძის "რუანი" საფრანგეთის ჩემპიონატში ისევ დამარცხდა. რუანელებმა "ლიონ-ვილერბანს" უმასპინძლეს და უიმედო - 34-ქულიანი მარცხი განიცადეს - 65:99.

ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და 19 წუთში 6 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. ცინცაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძლებს 17 ქულით ამერიკელმა რონ ლუისმა ულიდერა, "ვილერბანის" მხრიდან კი საფრანგეთის ნაკრების წევრმა შარლ კაჰუდიმ გაიბწრყინა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

5 მოგებითა და
16 წაგებით "რუანი" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ცინცაძის გუნდს 5 მარტს, გასვლაზე "დიჟონთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული