გიორგი შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ 3 წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის "მორაბანკ ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებას მიაღწია. ანდორელებმა "ესტუდიანტესს" უმასპინძლეს და ახალ, ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილ მაისურებში გამართული პირველივე შეხვედრა მოიგეს.

საქმე ის გახლავთ, რომ ანდორა დამოუკიდებელი, ჯუჯა სახელმწიფოა ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე, რომელიც ერთი გუნდის სახელით გამოდის პრიმერადივიზიონში. ანდორელებმა ახალი მაისურების პრეზენტაცია გასულ კვირაში მოაწყვეს, რომელიც ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებში გახლავთ გადაწყვეტილი. ანდორის დროშა სწორედ ამ ფერებს მოიცავს.

"ესტუდიანტესთან" მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოლო მეოთხედის წინ ანდორელები 9 ქულით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი
გადაწყვეტილიც იყო, თუმცა სტუმრებმა შედეგიანი თამაშით ვითარება დაძაბეს, თუმცა ისე ვერა, მასპინძელთათვის ახალ მაისურებში სადებიუტო მატჩი წაეხდინათ. შერმადინის გუნდმა საბოლოოდ 84:82 იმარჯვა.

უცნაური რამ მოხდა ამ მატჩში შერმადინისთვის. ქართველმა ცენტრმა, რომლის სიმაღლეც 216 სანტიმეტრია, მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა. არადა, გიორგიმ 24 წუთი ითამაშა და სხვა მხრივ საკმაოდ შედეგიანიც იყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულასთან ერთად თითო პას-დაფარება მიითვალა. ანდორელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ბენიტო გომესი.

10 მოგებითა და 12 მარცხით "ანდორა" ცხრილში კვლავ მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 13 მარტს, მადრიდში "რეალთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული