გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი "ანდორას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა, თავის გუნდში საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა, თუმცა "ანდორა" მაინც დამარცხდა.

ჯუჯა სახელმწიფოს გუნდმა, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს, მადრიდის "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და 9 ქულით - 80:89 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:48 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამას 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

გიორგის მარგი ქმედეგის კოეფიციენტმა 19 ერთეული შეადგინა და ამდენივე ჰქონდა მის თანაგუნდელ ლუკა ბოგდანოვიჩს, რომელმაც
30 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ანდორელებმა ვერ შეაჩერეს ბელგიელი უკანახაზელი ჯონათან ტაბუ, რომელმაც 28 წუთში 34 ქულა მიითვალა და მადრიდელებს გაამარჯვებინა.

11 მოგებითა და 14 მარცხით "ანდორა" მე-11 ადგილზეა და ბრძოლას საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად აგრძელებს. მომდევნო ტურში, 3 აპრილს, შერმადინის გუნდი სან სებასტიანში ლიგის აუტსაიდერ "გიპუზკოა ბასკეტს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული