ადამსი ფაჩულიას იწვევს: "...არადა, მე დამცინიან, რამხელა თავი გაქვსო"

AutoSharing Option
პლეი ოფში მოასპარეზე გუნდებისადმი ყურადღება ათმაგდება. როგორც წესი, ყველაზე საინტერესო მწვრთნელების კომენტარებია, თუმცა არანაკლებ ინტერესს მეტოქე გუნდის კალათბურთელების შეფასება იწვევს.

- ზაზა ფაჩულია სასტარტოში და "დალასი" დრამატულ მატჩში იგებს [VIDEO]

გამოცემა "დალასნიუსი" აქვეყნებს მცირე პუბლიკაციას, რომელიც "ოკლაჰომას" ცენტრის, სტივენ ადამსის კომენტარებითაა გაჯერებული. იგი მეტოქე ცენტრებზე, ზაზა ფაჩულიასა და სალაჰ მეჯრიზე ლაპარაკობს.

აი, თარგმანიც: "ახალზელანდიელი ადამსი საინტერესო პიროვნებაა. მას ცხოვრებაზე, კალათბურთზე თავისი განსხვავებული შეხედულებები აქვს. ...მოწინააღმდეგეებზეც:

- ზაზა ფაჩულია სასტარტოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა მეტს ესვრის. იგი თითქოს მსუბუქი ფორვარდია,
მეოთხე ნომრად თამაშობს, დირკ ნოვიცკის მსგავსად, სამწამიანი ზონიდან პერიმეტრისკენაა აწეული. თუმცა ერთი-ორი კალათბურთელის გარდა, "დალასში" თამაშის სურათის შეცვლა არ შეუძლიათ.

ფაჩულია ფიზიკურად უფრო ღონიერია, ვიდრე მეჯრი...

- დიახ, ზაზა გაცილებით დიდი გაბარიტებისაა. ნახეთ მისი თავი? დიდი თავი აქვს. არადა, ჩემი თანაგუნდელები მე დამცინიან, რამხელა თავი გაქვსო...

აი, რას ამბობს სტივენ ადამსი სალაჰ მეჯრის შესახებ:

- იცით, საიდან მოვიდა? მე არ ვიცი. ალბათ, არსაიდან. ერთი, რაც შევამჩნიე, მეჯრი ემოციური ბიჭია და ძალიან უყვარს ლაპარაკი, თამაშისას მიდის და თან მელაპარაკება, ოღონდ მის ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებ. მომომომო - მისგან მხოლოდ ეს მესმის".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ahahaha ra igadava tipma sagool:D
temo7916
14:59 20-04-2016
0
arc shen gaq naklebi tavi mara gadaoba ki gcodnia :D :D momomo marto es mesmiso da pachuliaze mament swori tqva imena tipi ar midi s afrisen arc ki uyurebs sul tanagudnels edzebs da tu is momenti daudga ro vinujdeni sasrili aq imsac ver agdebs ragac dzaan ucnaur stilis tamashobs ra texavs
nbvotezazapachulia :D
16:01 20-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული