გოგა ბითაძე სერბეთის კადეტთა ლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ფოტოზე: გოგა ბითაძე (მარჯვნიდან მეოთხე) სერბეთის ჩემპიონობას ზეიმობს
გოგა ბითაძე
სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონატის - კადეტთა ლიგის გამარჯვებულია.

ქართველი ცენტრი ბალკანეთში მიმდინარე სეზონის შუაში გაემგზავრა და "მეგა ლეკსის" შემადგენლობაში 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

3 მაისს "მეგა ლეკსმა" ფინალურ მატჩში "ცრვენა ზვეზდას" 77:59 მოუგო და სერბეთის კადეტთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

ნახევარფინალში ბითაძის გუნდმა მეორე სერბულ გრანდ "პარტიზანს" 87:57 მოუგო, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა 13 ქულა, 8 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული