თორნიკე შენგელია მოედანს "გრან კანარიასთან" პლეი ოფის მატჩში დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა.

სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ "ლაბორალ კუჩას" ქართველმა ფორვარდმა "გრან კანარიასთან" მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მცირე ხნით ითამაშა. შეგახსენებთ, რომ შენგელიამ თებერვალში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

შენგელიამ 3:28 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. "ლაბორაკ კუჩამ" შეხვედრა 81:76 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 29 მაისს კანარის კუნძულებზე გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული