სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ "ლაბორალ კუჩას" ქართველმა ფორვარდმა "გრან კანარიასთან" მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მცირე ხნით ითამაშა. შეგახსენებთ, რომ შენგელიამ თებერვალში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
შენგელიამ 3:28 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. "ლაბორაკ კუჩამ" შეხვედრა 81:76 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 29 მაისს კანარის კუნძულებზე გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით