თორნიკე შენგელია და "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდმა "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა "გრან კანარია".

მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში ბასკებმა კანარელებს 78:71 მოუგეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც "ბარსელონას" შეხვდებიან.

თორნიკემ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, 7 წუთში 5 ქულა და 2 პასი მოაგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული