თორნიკე შენგელიამ სეზონი დაასრულა - "ლაბორალ კუჩა" "ბარსელონას" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე გვიან სეზონი თორნიკე შენგელიასთვის დასრულდა. "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და იქ "ბარსელონასთან" სერია 1:3 წააგო.

გადამწყვეტი მატჩი კატალონიელებმა 10 ივნისს ვიტორიაში ისე მოიგეს, მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ - 85:63.

ოპერაციისა და ამას მოყოლილი 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ შენგელია პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე მთლიანობაში მხოლოდ 10:48 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა.

13 ქულით ვიტორიელთა შორის ბომბარდირი კიმ ტილი გახდა, 10-10 ქულა დააგროვეს დარკო პლანინიჩმა და ადამ ჰანგამ.
გამარჯვებულებს ანტე ტომიჩმა 15 ქულით დ 11 მოხსნით ულიდერა, ხოლო ბრედ ოლესონმა 12 ქულა მიითვალა.

ფინალში გასული "ბარსელონა" "რეალს" შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალიდან "ვალენსია" გამოაგდო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული