ბურჯანაძემ ანდორელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ადრეც თამაშობდა, თუმცა შედარებით გამოუცდელსა და ახალგაზრდას "კახასოლის" შემადგენლობაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
2014-15 წლების შუა სეზონში ის ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა და ლაკორუნიულ "კორუნა ბასკეტში" მეტი სათამაშო დრო და გუნდის ლიდერის სტატუსი მიიღო. მისი მაჩვენებლები გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 16.4 ქულას და 6.9
"კორუნა ბასკეტი" პირველი ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც ნახევარფინალურ სერიაში "მელილასთან" 2:3 დამარცხდა.
ბურჯანაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ბურჯანაძე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა და ვფიქრობ, ის დიდ სარგებელს მოგვიტანს. ბექა უნივერსალური კალათბურთელია და სამქულიანებსაც კარგად ისვრის".
ანდორულ კლუბში მისვლამდე, ბურჯანაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით