ბექა ბურჯანაძე "ანდორაში" გიორგი შერმადინთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და კარიერას გიორგი შერმადინთან ერთად "მორაბანკ ანდორაში" გააგრძელებს.

ბურჯანაძემ ანდორელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ადრეც თამაშობდა, თუმცა შედარებით გამოუცდელსა და ახალგაზრდას "კახასოლის" შემადგენლობაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

2014-15 წლების შუა სეზონში ის ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა და ლაკორუნიულ "კორუნა ბასკეტში" მეტი სათამაშო დრო და გუნდის ლიდერის სტატუსი მიიღო. მისი მაჩვენებლები გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 16.4 ქულას და 6.9
მოხსნას შეადგენდა. ბურჯანაძე არაერთხელ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ და მოხვდა სიმბოლურ ხუთეულში.

"კორუნა ბასკეტი" პირველი ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც ნახევარფინალურ სერიაში "მელილასთან" 2:3 დამარცხდა.

ბურჯანაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ბურჯანაძე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა და ვფიქრობ, ის დიდ სარგებელს მოგვიტანს. ბექა უნივერსალური კალათბურთელია და სამქულიანებსაც კარგად ისვრის".

ანდორულ კლუბში მისვლამდე, ბურჯანაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამეხარდა, ნამდვილად იმსახურებდა თავისი შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით, წარმატებები ბექა!
lnzm
21:36 29-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული