მანუჩარ მარკოიშვილი იტალიურ "კანტუში" ბრუნდება?

AutoSharing Option
თურქულ "დარუშაფაკაში" ახალი მწვრთნელი დევიდ ბლატი მივიდა, რომელმაც გუნდიდან ქართველი ფორვარდი მანუჩარ მარკოიშვილი გაუშვა.

ბლატმა "ბასკონიიდან" დაირის ბერტანსი მიიყვანა, ხოლო მარკოიშვილი და ჯეიმონ გორდონი გაუშვა.

არადა, ბლატმა თანაშემწედ გუნდში აინარს ბაგატსკისი მიიყვანა, რომელიც ადრე "სოხუმს" წვრთნიდა.

იტალიური basketuniverso.it-ის ცნობით, მარკოიშვილი ახლა თავისუფალი აგენტია და სავარაუდოდ, ისეთ კლუბში გადავა, რომელიც ევროლიგაზე ითამაშებს, თუმცა არც იტალიურ "კანტუში" დაბრუნებაა გამორიცხული, რომელიც ევროთასზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი "კანტუში" 2009-13 წლებში თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული