მოსალოდნელი იყო, რომ დარბაიძე ახალ სეზონს უთუოდ უცხოეთის წამყვან საკალათბურთო ლიგაში დაიწყებდა, რადგან იგი მეტად პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება და ეს განვლილ სეზონში ესპანურ "მიერესში" ყოფნისასაც დაამტკიცა. ნიკას იქ საუკეთესო შედეგები ჰქონდა, როგორც მოპოვებული ქულების თვალსაზრისით, ისე მოხსნებსა და პასებში. პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩატარებული სამი ტურიდან ორჯერ იგი სულაც
გასული სეზონის დასრულების შემდეგ დარბაიძე საქართველოში დაბრუნდა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 3X3-ზე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც იასპარეზა.
ცოტა ხნის წინათ დარბაიძე იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში იმყოფებოდა წვრთნებზე, საიდანაც ესპანეთში გაფრინდა და მასთან თანამშრომლობის მსურველ "მურსიასთან" კონტრაქტიც გააფორმა. ქართველი კალათბურთელი ესპანური კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობებით კმაყოფილია და გადაწყდა, რომ ახალი სეზონიდან ამ გუნდის მაისურით ითამაშებს. ამასთან, იგი იქვე მურსიის უნივერსიტეტში შეუდგება სწავლას.
"მურსია" ესპანეთის მთავარი საკალათბურთო ლიგის გუნდია. 2015-16 წლების რეგულარული სეზონი მან მე-7 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი მადრიდის "რეალთან" პაექრობაში დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"