ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეცხრამეტე გუნდი ბაჰრეინის "ალ მანამა" იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას ბაჰრეინის "ალ მანამაში" განაგრძობს. ეს იქნება მისი მე-19 გუნდი კარიერაში.

თუმცა იყო შემთხვევები, როცა ნიკა რამდენჯერმე დაუბრუნდა ყოფილ გუნდს. მაგალითად, სხვადასხვა დროს სამჯერ ითამაშა ლიბანის "შამპვილში".

შეიძლება ვინმემ იკითხოს - ბაჰრეინი რა არის? არ დაგზარდებით, მოგახსენებთ: პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა სპარსეთის ყურეში, ყატართან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ახლოს. ფართობი 765 კვადრატული კილომეტრია, 1.343 ათასი მოსახლეა. ბაჰრეინის დედაქალაქია მანამა. ნიკა ცქიტიშვილის ახალი კლუბიც სწორედ აქედანაა.

"ალ მანამა" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ახალ სეზონში ტიტულის შენარჩუნებას
აპირებს.

დოსიე:
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაიბადა: 14.04.1983
სიმაღლე: 2.13 სმ
წონა: 111 კგ
პოზიცია: ფორვარდი

კარიერა
1997-99 სოხუმი (საქართველო)
1999-2001 სლოვანი (სლოვენია)
2002 ბენეტონი (იტალია)
2002-05 დენვერ ნაგეტსი (აშშ)
2005 გოლდენ სტეიტი (აშშ)
2005-06 მინესოტა (აშშ)
2006 ფინიქს სანსი (აშშ)
2007 სევილია (ესპანეთი)
2007-08 ტერამო (იტალია)
2008-09 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2009 პანიონიოსი (საბერძნეთი)
2009-10 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2010-11 ლაგუნ არო (ესპანეთი)
2011-12 მაჰრამი (ირანი)
2012 მაჰანი (ირანი)
2012-13 შამპვილი (ლიბანი)
2013-14 შარჯა (საემიროები)
2014-15 შამპვილი (ლიბანი)
2015 ტოჩიგი ბრექსი (იაპონია)
2015-16 შამპვილი (ლიბანი)
2016 ჩემიდორი (ირანი)
2016-17 ალ მანამა (ბაჰრეინი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს დიდი ხანია ტურისტია უკვე!
rusi
13:29 05-10-2016
0
ჭეშმარიტი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაანგრიო ტალანტი
afsus
13:52 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული