13:27 08-10-2016
თორნიკე შენგელიას 13 ქულა და გამარჯვება "მურსიასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი ბასკური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და ადამ ჰანგას შემდეგ თანაგუნდელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა. მურსიელთა დამარცხებაში შენგელიამ სოლიდური წილი დაიდო.
არასრულ 30 წუთში შენგელიამ 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. პასივში თორნიკეს 3 დაკარგვა და აცილებული სროლები ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სწორედ აცილებულმა სროლებმა არ მისსცა იმის საშუალება, რომ შენგელიას მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონოდა, რადგან სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებით ქართველი ფორვარდი თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სარგებლიანობით ბასკონიელთაგან საუკეთესო გახლდათ ადამ ჰანგა, რომელმაც 9 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. იტალიელმა ანდრეა ბარნანიმ 20 ქულა მიითვალა, ხოლო იაჯა ბლაჟიჩის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
"ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს 9 ოქტომბერს, სტუმრად, "ბარსელონასთან" ჩაატარებს და ცხადია, ეს, დღის ცენტრალური დაპირისპირება იქნება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული