აკაკი დვალიშვილის 8 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება მოსკოველებთან

AutoSharing Option
რუსეთის სუპერლიგაში აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ციმბირელებმა მოსკოვის "ებ-ბე-დეს" უმასპინძლეს და თითქმის იგივე ანგარიშით იმარჯვეს, როგორც პირველ ტურში. წინა შეხვედრაში ნოვოსიბირკელებმა შინ "იუგრას" 75:71 სძლიეს, ამჯერად კი მოსკოვური "ემ-ბე-დე" 74:71 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი (დვალიშვილი "ნოვოსიბირსკში" 4 ნომრის პოზიციაზე თამაშობს) სათადარიგო იყო და მოედანზე 18:35 წუთით გამოჩნდა. დვალიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში აკაკიმ 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დვალიშვილს პასივში 3 დაკარგვა და
2 პერსონალური ფოლი გახლდათ. ქართველ ცენტრზე მეურვეებმა წესები ოთხჯერ დაარღვიეს.

ნოვოსიბირსკელთა ბომბარდირი 16 ქულით ალექსეი კურცევიჩი გახდა, ხოლო დიმიტრი მაკეევმა 14 ქულა მიითვალა. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი 18 ოქტომბეს, სტუმრად "რიაზანთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული