აკაკი დვალიშვილის 10 ქულა 14 წუთში და გამარჯვება "ხიმკისთან"

AutoSharing Option
აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკმა" რუსეთის სუპერლიგა 1-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ციმბირულმა გუნდმა სეზონის 5 მოგებით დაწყების შემდეგ გასულ ტურში წაიფორხილა, "სპარტაკ-პრიმორიესთან" 73:81 წააგო, თუმცა მორიგ ტურში კვლავ იმარჯვა. ნოვოსიბირსკელები მოსკოვის რეგიონის გუნდ "ხიმკი-პოდმოსკოვიეს" ესტუმრნენ და ძალიან იოლად - 85:50 იმარჯვეს.

ქართველი ფორვარდი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. დვალიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე გატარებულ 14:22 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აკაკიმ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო
და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ციმბირულ კლუბში 13-13 ქულით კონსტანტინ პომოგალოვი და კირილ პისკლოვი გამოირჩნენ.

6 მოგებით და 1 წაგებით "ნოვოსიბირსკი" მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, ერევანში, "ურარუსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული