უპრეცედენტო ფაქტი: თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი "ევრობასკეტის" ტოპ-10-ში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ყოველი ტურის შემდეგ გამოცემა "ევრობასკეტი" აქვეყნებს საუკეთესო კალათბურთელთა ათეულს.

მასში თორნიკე შენგელიაც მოხვედრილა, გიორგი შერმადინიცა და ბექა ბურჯანაძეც. ამჯერად უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა - საუკეთესოთა შორის ერთდროულად ორი ქართველი შეიყვანეს: თორნიკე შენგელია მეშვიდე ნომრად, გიორგი შერმადინი - მეცხრედ. ტურის საუკეთესო კალათბურთელად კი "ბარსელონას" ხორვატი ცენტრი ანტე ტომიჩი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიელმა თორნიკემ "მანრესასთან" 82:69 მოგებულ მატჩში 25 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ხოლო ანდორელმა გიორგიმ "მურსიასთან" (88:72) - 25 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა.

ამჯერად ტოპ-10-ში
ვერ მოხვდა, მაგრამ "ანდორას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც თავი 14 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა (18 წუთში).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული