"გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი "დალასი" იოლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "დალასს" უმასპინძლა.

"გოლდენ სტეიტმა" ფაჩულიას ყოფილ გუნდს იოლად, ანგარიშით 116:95 მოუგო.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 13.23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 2-დან ერთი ორქულიანი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ უთამაშია ცენტრ ენდრიუ ბოგუტს, რომელიც ადრე "გოლდენ სტეიტის" ღირსებას იცავდა. ასევე ტრავმის გამო "დალასს" გუნდის ლიდერი დირკ ნოვიცკიც აკლდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28
ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 4 პასი მიაყოლა. სტეფ კარიმ 24 ქულა მიითვალა, ხოლო კლეი ტომსპონმა 20 ქულა მოაგროვა.

დურანტის გარდა, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 16 ქულას 10 მოხსნა და 4 პასი მიამატა.

დურანტისა და გრინის შემდეგ "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი მოხსნა სწორედ ფაჩულიას ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-დალასი 116:95
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2-მე-3 ადგილებს "ოკლაჰომასთან" იყოფს. ორივე გუნდს 6-6 მოგება და 2-2 წაგება აქვს.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 11 ნოემბერს, დილით, სტუმრად "დენვერთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძირითადად იმ გუნდების წინააღმდეგ ითამაშეს რომლებსაც გამოკვეთილი ცენტრი არ ყავდათ, რომ ეთამაშა ბოგუტს ზაზას უფრო მეტ დროს მიცემდნენ.
Temo
15:11 10-11-2016
0
იმიტო აკლდება დრო, რო ბოლოს ვისაც ეთამაშა იმათ ფაქტიურად ცენტრი არ ყავდათ მძიმე და არც ფაჩულიას თამაში ყოფილა მაინცდამაინც საჭირო.
Emre
15:04 10-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული