აკაკი დვალიშვილის 20 ქულა 17 წუთში და გამარჯვება "ურარტუსთან"

AutoSharing Option
აკაკი დვალიშვილმა რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ამ ქვეყნის რანგით მეორე, სუპერლიგა 1-ად წოდებულ დივიზიონში "ნოვოსიბირსკის" რუსთაველმა ფორვარდმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

სუპერლიგის დებიუტანტ ერევნის "ურარტუსთან" მატჩში აკაკიმ 17 წუთში 20 ქულა ჩააგდო, რითაც ციმბირელთა 100:76 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ერევანში გამართულ მატჩში დვალიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ერევნელებმა, რომელთა შემადგენლობაშიც
მხოლოდ 3 სომეხია, მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა "ნოვოსიბირსკს". მეორე ათწუთეული სტუმრებმა 27:16 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. დვალიშვილის გუნდს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. ქართველ ლეგიონერთან ერთად ციმბირელებში თავი გლებ გოლდირევმა (23 ქულა) და კონსტანტინ პომოგალოვმა (21 ქულა, 8 მოხსნა) გამოიჩინეს.

7 მოგებითა და 1 მარცხით "ნოვოსიბირსკი" ანალოგიური შედეგის მქონე "ირკუტსკთან ერთად" სუპერლიგა 1-ს ლიდერობს. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი სწორედ "ირკუტსკთან", 18 ნოემბერს, საკუთარ არენა "სევერზე" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ურარტუ", "არარატი"... ა, "მუშაობს" ისტორიაზე ხალხი! ))))))))) პ.ს.ისე, "სმაილი" შეიძლება ზედმეტია...
"კომპლექსი" აჯობებდა, უფრო შეეფერება.))))))
14:33 11-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული