ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება "ტორონტოში" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" საკმაოდ რთული მეტოქე სტუმრად ანგარიშით 127:121 დაამარცხა.

ოკლენდელები ტორონტოში ჩავიდნენ და ადგილობრივ "რეპტორსს" მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი აგემეს. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გაატარა, საკმაო შედეგიანობა გამოავლინა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ზაზა პირველივე წამებიდან აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა სადავო გდება იონას ვალანჩუნასს მოუგო და თამაშის პირველი ბურთიც მან ესროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. ზაზას მალევე მიეცა ქულების მოგროვების შანსი და მან ორივე საჯარიმო გამოიყენა. ფაჩულიამ
მალევე კიდევ 2 ქულა მიითვალა და მოედნიდან 4 ქულით გავიდა.

ფაჩულია მეორე პერიოდში დაბრუნდა მოედანზე და 4 წუთში საკუთარ აქტივს კიდევ 4 ქულა შემატა. ქართველი ფორვარდი მესამე პერიოდშიც გამოჩნდა მოედანზე და მის დასრულებამდე 6:26 წუთით ადრე, როცა "გოლდენ სტეიტი" უკვე 80:64 იგებდა, საბოლოოდ გავიდა მოედნიდან.

ზაზამ მთლიანობაში 16 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტოელთა ლიტველმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა.

გოლდენსტეიტელთა დამრტყმელი ძალა ტრადიციული იყო: სტეფ კარიმ 35, ხოლო კევინ დურანტმა 30 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 15 ქულა შემატა კლეი ტომპსონმა, ხოლო ოკლენდელთა ხუთეულის მეხუთე წევრმა, დრეიმონდ გრინმა 11 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი გაიფორმა.
იხილეთ ვიდეო: ტორონტო-გოლდენ სტეიტი 121:127
Sportall.Ge

9 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" უკან მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, ბოსტონში, აღმოსავლეთის კიდევ ერთ მძლავრ გუნდ "სელტიქსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
დათი-ს. მართალია ეს კაცი. კატასტროფაა აბა რა!!! დაიღუპა საქართველო!!!! როგორ შეიძლება ერთ თამაშში მხოლოდ ერთი მოხსნა გააკეთო 16 წუთში, როცა ამ დროის მონაკვეთში, თითქმის ყველა ნასროლი ბურთი კალათში ეშვება!!. ეს "კატასტროფაა" აბა რა.. დათი, შენ ალბათ კალათში ჩაშვებული ბურთის მოსხნას გულისხმობდი ხომ? თუ ასეა, პრავი ხარ ძმა. ასეთ ბურთსაც ხომ მოხსნა და თამაშში შეყვანა უნდა.
nodi
10:00 18-11-2016
0
ზოგიერთი ქართველის აზროვნება ვერა და ვერ გასცდა დათას აზროვნების დონეს. მოდი წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ზაზას ადგილზე ვინმე ერევნელი პოღოსიანი (ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ მაინც), ხომ გამორიცხულია, რომ დათასნაირი შეფასება მისცეს მის კალათბურთელს. რატომრაც ზოგიერთს, საქართველოს და ნბს-ს ჩემპიონატი, ერთმანეთსი ერევა. ეს ება-აა და არა ევროლიგა ან ვითიბის ლიგა. გაიგეთ, რომ იქ თამაში უკვე უმაღლესი მიღწევაა, უფრო მაღალი დონე არ არსებობს, თანაც გოლდენში. ამიტომ ცოტა პრაგმანტულად იაზროვნეთ ხალხო....
kote ezakeli
09:48 18-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული