ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დღეს, 19 ნოემბერს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტმა" ბოსტონში "სელტიქსი" 104:88 დაამარცხა, რაშიც ოკლენდელთა ქართველი ცენტრის დამსახურება საკმაოდ დიდია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ბოლო დროსთან შედარებით საკმაოდ ბევრი - 21 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია.

ქართველი ცენტრი ფარზე დომინირებდა და ოპონენტ კელი ოლინიკს გასაქანი არ მისცა. ბოსტონელთა ცენტრმა მხოლოდ 3 ბურთი მოხსნა და მოედანზე
18 უქულო წუთი გაატარა. მასპინძელთა ცენტრმა, რომელსაც ზაზა მეურვეობდა, თამაშიდან ხუთივე სროლა გააცუდა. რაც შეეხება ჩვენიანს, ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა და მოპოვებულ 4 ქულას, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.

ზაზამ თავისი საქმე კარგად გააკეთა, ბურთები კი სნაიპერებმა ჩაყარეს. ამჯერად ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დურანტი სამმაგ დუბლს გაეთამაშა და 33 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. სტეფ კარის ანგარიშზე 16 ქულა და 7 პასი იყო.

"გოლდენ სტეიტს" დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩი კი მილუოკიში, 20 ნოემბერს ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრავო ზაზა.უფრო უკეთ შეგიძლია კიდე
soso
20 ნოემბერი 2016 09:54
0
ეს რა უსინდისოდ გვატყუებენ ეს ჯურნალისტები, დაცერენ ზაზას მაგარი ტამასჰიო და ზაზა საერტოდ არ ჰანს ეკრანზე.
bajo
20 ნოემბერი 2016 00:26
0
ზაზა ასრის ერთ ერთი საუუკეთესო ცენტრი, გონიერი და მუშა კალათბურთელი,რაც მას ავალია მოედანზე კარგად ასრულებს , ყველას უნდა გვიხაროდეს მისი წარმატება.
daviti
19 ნოემბერი 2016 19:28
0
აბა რაა! ესეც ჩვენს ცხვირმოუხოცავ და ვითომ ყველაფრისმცოდნე ვაი გულშემატკივრებს.
bavaria
19 ნოემბერი 2016 17:01
0
Vაჯას.

Aმერიკელ ექსპერტებს მიმარტავ?))) ღომლებიც ისე აკრიტიკებენ ზაზას როგოგრც არასდროს? ვერ გამოდგა ზაზა ის დონე რომელიც საცჰემპიონო გუნდს ეკადრება. შამწუხაროდ ეს არის ფაქტი
Igive
19 ნოემბერი 2016 16:32
0
Aმ ტამასჰსჰი ნორმალურად იტამასჰა. Aსე რომ ეტამასჰა ფარზე მისი სჰენცვლელის დზიებას არ დაიწყებდნენ. Dამერწმუნეტ.წუტების სჰემცირება კი არა, Uახლოეს მომავალსჰი გაიგებტ რომ ზაზა გაიცვლება სხვა გუნდის ცენტრზე და ეს ცჰემტვისაც სამწუხარო იქნება.
Igive
19 ნოემბერი 2016 16:29
0
ზაზა ძვირფასო - ყველა ქართველი ვამაყობთ თქვენით.

გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა ნბს-ს საჩემპიონო ბეჭედს.
ჯონი
19 ნოემბერი 2016 14:52
0
ის სად არის რომ წერდა ზაზას წუთებს უმცირებენო, რატომ არ ჩანხარ გენიოსო, გააქილიკე მიდი
giorgi
19 ნოემბერი 2016 13:52
0
ბრავო ზაზა, ჩვენ გვჯერა შენი
giorgi
19 ნოემბერი 2016 13:48
0
აბა სადა ხართ კომპიუტერულო ყველაფრისმცოდნეებო! რაღაცა მარჯვენა ფეხს ცუდად წევს მაღლა ზაზა – არ შეგიმჩნევიათ??? პ.ს. სხვის საქმეში ჩვნ ქართველთა უმეტესობა ბრძენები ვართ!!! და ა.შ.
ვაჟა
19 ნოემბერი 2016 13:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული