გიორგი შარაბიძის 10 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "ოჰრიდთან"

AutoSharing Option
გიორგი შარაბიძე მაკედონიის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონტის მეორე ტურში შარაბიძის "ფენი ინდუსტრიმ" მეორე გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ლეგიონერმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ფენი ინდუსტრი" შინ "ოჰრიდს" შეხვდა და 100:64 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი 4-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ათ ქულას შარაბიძემ ამდენივე მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა დ 1 დაფარება წაამატა.

გიორგიმ 1 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ კირილ
ნიკოლოვსკის ჩამორჩა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

მაკედონიის ჩემპიონატში"ფენი ინდუსტრი" მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, სტუმრად, "პელისტერ ბიტოლასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული