პირველად ზაზა ფაჩულიას გარეშე - "გოლდენ სტეიტმა" უშანსოდ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა. რეგულარული ჩემპიონატის საწყის 23-ივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მყოფი "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი 24-ე მატჩში მოედანზე ვერ გავიდა, რისი მიზეზიც მარჯვენა მაჯის ტრავმაა.

დღეს, გამთენიისას, მემფისში გამართული მატჩის წინასწარ განაცხადში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მითითებული, თუმცა მაჯის გასიების გამო მისი მოედანზე გაყვანა ექიმებმა ბოლო წამს გადაიფიქრეს.

2 დღის წინ, "იუტასთან" გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულიას მაჯაზე ყინულები ედო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი ოთხშაბათს, "კლიპერსთან" შეხვედრაში იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია.

სერიოზული მართლაც არაფერია და
ზაზა მოედანზე მალე დაბრუნდება. რაც შეეხება მემფისში გამართულ შეხვედრას, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" მოულოდნელად უშანსოდ - 89:110 წააგო. ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ანდერსონ ვარეჟაომ ითამაშა, რომელმაც 18 წუთში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ვერ ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" მაინც ლიდერად დარჩა, რადგან მდევარმა "სან ანტონიომ" წინა დღეს წააგო. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 დეკემბერს, მინესოტაში "ტიმბერვულვსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ანგარიში რომ ვნახე დილით, ზუსტად ასეთ სათაურს ველოდებოდი)))
domenti
14:37 11-12-2016
0
ხოო...?! ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია! არ ვმალავ, მე ზაზას გულშემატკივარი ვარ და არა გოლდენ სტეიტის!
არჩილ ხოფერია
14:38 11-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული