sfgate.com: ფაჩულია იდეალური დანამატია "უორიორსის" 4 სუპერვარსკვლავისთვის

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "ნეთსთან" 117:101 საგარეო გამარჯვებაში სეზონის საუკეთესო მატჩი აჩვენა - მის ანგარიშზე 26 წუთში 15 ქულა და 14 მოხსნაა. სამივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ქართველი ცენტრისთვის "უორიორსის" მაისურით.

- ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან" [VIDEO]

გთავაზობთ sfgate.com-ის სტატიას ამ თამაშზე:

"ნიუ იორკი - NBA-ს გადატვირთულმა კალენდარმა არ მისცა საშუალება ზაზა ფაჩულიას, დასწრებოდა ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის, "ქოლდფლეის" კონცერტს. მაგრამ ხუთშაბათს საღამოს, "ბარკლაის" ცენტრში, სანამ "გოლდენ სტეიტი" "ნეთსს" დაამარცხებდა, ფაჩულია ჯგუფის ვოკალ კრის მარტინს შეხვდა და
ესაუბრა.

"დიდებული იყო მასთან პერსონალურად შეხვედრა და გასაუბრება. იმედია, რეპორტიორებმა ფოტო გადაგვიღეს", - განაცხადა ფაჩულიამ, რომელმაც კრის მარტინის თვალწინ სეზონში საუკეთესოდ ითამაშა, 15 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა მიითვალა და "გოლდენ სტეიტს" მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა.

ეს ზაზა ფაჩულიას მხოლოდ მეორე ორმაგი დუბლია სეზონში. ზაზას თამაში ბევრი ისეთი ნიუანსისგან შედგება, რაც სტატისტიკაში არ აისახება, ის ნაკლებად ჰგავს მის წინამორბედ ენდრიუ ბოგუტს და ვერ არის მასავით ყოჩაღი ფარის დამცველი, თუმცა ზაზაც კარგად თამაშობს დაცვაში. მისი სათამაშო ნიუანსების წყალობით, ქართველი იდეალური დანამატი გახდა სასტარტო ხუთეულის სუპერვარსკვლავებისთვის.

"ნეთსის" ცენტრ ბრუკ ლოპესთან ორთაბრძოლაში თავიდან ფაჩულიას გაუჭირდა, რადგან მეტოქეს პერიმეტრზე ვერ იჭერდა. შემდეგ კი მან ალღო აუღო დუელს. თუკი პირველ ნახევარში ლოპესმა 23 ქულა ჩააგდო, მეორეში მხოლოდ 5 იკმარა.

"მეტოქეს თამაშის განმავლობაში ავუღეთ ალღო, ამაში კი პირველი ნახევარი დაგვჭირდა. "ნეთსი" სწრაფად ათამაშებდა ბურთს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისროდა ჩვენს კალათში", - იხსენებს ფაჩულია.

Sportall.Ge
თამაშის წინ კრის მარტინმა "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები გაიცნო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული