პირველად ითამაშებს "გოლდენ სტეიტი" კლივლენდში შეცვლილი სასტარტო შემადგენლობით, ბოგუტისა და ბარნსის ნაცვლად, დურანტი და ფაჩულია დაუპირისპირდებიან მეტოქეს.
ამერიკულ მედიაში მატჩის წინ დიდ ბევრს საუბრუბენ ცენტრების დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ამ შეხვედრაში. "გოლდენ სტეიტის" ცენტრები კევინ ლავს უნდა გაუმკლავდნენ.
"ირვინგი კარის წინააღმდეგ, ლიგინსი - კლეი ტომპსონის, ლებრონი - დურანტის, ტრისტან ტომპსონი - გრინის, ხოლო ლავი - ფაჩულიას. თამაშის განმავლობაში
ლავს ამ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. მას უპირატესობას აქვს "უორიორსის" ცენტრებთან", - წერს fearthesword.com.
"როცა მოედანზე ზაზა ფაჩულია ან ჯავალ მაკგია, ლავს შეუძლია ისინი ფარიდან განდევნოს და ამით ლებრონს და კაირის შესატევი სივრცე შეუქმნას. წლეულს ლავი საკუთარ თავსაც კარგად უქმნის შესატევ სიტუაციებს და "გოლდენ სტეიტის" ვერც ერთი ცენტრი მისი გამჩერებელი ვერ არის", - წერს foxsports.com.
ზაზა ფაჩულიამ თამაშის წინ მცირე კომენტარი მისცა Washington Post-ს: "დიახ, ეს ერთი მატჩია რეგულარულ სეზონში. მაგრამ ეს არის განსაკუთრებული დაპირისპირება. ვთამაშობთ შობა დღეს, ყველა უყურებს ტელევიზიით ამ მატჩს, იქნება განსხვავებული მაისურები და ასე შემდეგ...
ეს ხომ ბოლო ფინალის რე-მატჩია, ორი გუნდი მას მერე პირველად დაუპირისპირდება ერთმანეთს. არა, არ არის ეს ჩვეულებრივი მატჩი, დღეს განსაკუთრებული თამაშია.